მოქალაქეებს, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ვადა გასდის, უფასო ID ბარათების აღება შეეძლებათ
მოქალაქეებს, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ვადა გასდის, უფასო ID ბარათების აღება შეეძლებათ. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქცია დღეს იწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აქცია ასევე შეეხება მათ, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე უსრულდება 18 წელი.
„26 მაისიდან 26 ივლისამდე მიმდინარეობდა უფასო ID ბარათების გაცემა, რომლის ფარგლებშიც 200 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მორიგ აქციას, რომელშიც მონაწილეობა შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე შეუსრულდება 18 წელი; ასევე მათ, ვისაც 2016 წლის არჩევნებამდე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე ვადა გასდით. შესაბამისად, უკვე მინდა მოვუწოდო ამ მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს და ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებს, სადაც ყოველგვარი საფასურის გარეშე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ID ბარათი“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი