საქართველოს წამყვანი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია
ექსპორტის თითქმის ნახევარი – 46 მილიონი, ჩინეთის ბაზარზე მოდის
საექსპორტო კალათაში ყველაზე დიდი წილი სპილენძის მადნებს და კონცენტრანტებს უჭირავს.
„საქსტატის“ ცნობით პირველ კვარტალში 84 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადნები გავიდა ექსპორტზე, რაც მთლიანი ექსპორტის 19%-ია. ექსპორტის თითქმის ნახევარი – 46 მილიონი, ჩინეთის ბაზარზე მოდის.
მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, რომლის ექსპორტმა 38 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო 1 თვეში უცხოეთის ბაზრებზე 14,6 მილიონის ავტომობილების გავიდა, წინა თვეებთან შედარებით ზრდა ფიქსირდება, თუმცა ჯამური მაჩვენებელი, წლიურ ჭრილში 20 მილიონით არის შემცირებული.
კლებაა თხილის ექსპორტშიც, 19 მილიონით. იანვარ-მარტში უცხოეთში 33 მილიონის თხილი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 7,4%-ია.
შემდეგ პოზიციაზე არიან: ფეროშენადნობები – 27 მილიონით, აზოტოვანი სასუქები – 23 მილიონი, მინერალური წყლები – 19 მილიონი, ღვინო – 19 მილიონი, სამკურნალო საშუალებები – 19 მილიონი, ოქრო – 18 მილიონი. სპირტი და სპირტიანი სასმელები 17 მილიონი.
შეგახსენებთ, სულ ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, 12%-ით ნაკლებს 2015 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით.