23/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში აღმაშენებლის N59-ის შენობაზე კედლის ვერტიკალური გამწვანება მოეწყობა

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარე ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, რომელზეც წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.
შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის.
მწვანე კედლის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს. რკინის კონსტრუქციისა და სარწყავი სისტემის აწყობის შემდეგ, კედელზე უშუალოდ მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში – წლის ბოლომდე დასრულდება” – ნათქვამია ინფორმაციაში.