02/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში –  ჰუალინგთან მანქანა დაიწვა, დაღუპულია მძღოლი. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

კომენტარის დატოვება