28/04/2024
Latest:
მსოფლიო

“თურქეთს სჭირდება გაზი, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება გასაყიდი ბაზარი”

ერდოღანს, თურქეთში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის არ სჯერა.

თურქეთი არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ბაზარი და მოსკოვს სჭირდება საწვავის გასაყიდი ბაზარი, – განაცხადა თურქეთის პრეზიენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ის არ ელის რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას.

” – თურქეთს სჭირდება გაზი, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება გასაყიდი ბაზარი”,

– განაცხადა ერდოღანმა.

2014 წელს, თურქეთი იყო რუსული გაზის მეორე უმსხვილესი იმპორტიორი, გერმანიის შემდეგ. ანკარამ “გაზპრომისგან” შეიძინა 27,3 მლრდ კუბ.მ გაზი.

ორი გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა თურქეთს ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს 20 მლრდ კუბ.მ გაზი. პირველი ხელშეკრულებას ხელი 1997 წელს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებს 16 მლრდ კუბ.მ გაზის მიწოდებას თურქეთისთვის და ამ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ბოლოს ეწურება. მეორე გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს, წელიწადში 4 მლრდ კუბ.მ გაზის მიწოდებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 1998 წელს მოეწერა, ხოლო ვადა 2021 წელს ეწურება.

თურქეთი გაზის იმპორტს ახორციელებს ასევე აზერბაიჯანიდან, რომლის მოცულობაც წელიწადში 6,6 მლდ კუბ.მ გაზს შეადგენს. თურქეთი გაზს იღებს ასევე ირანიდან.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ალჟირთან და ნიგერიასთან 4,4 და 1,2 მლრდ კუბ.მ გათხევადებული გაზის შესყიდვაზე.