საზოგადოება

თურქეთში, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიისთვის რედაქტორი დააკავეს

თურქეთში, გაზეთ “რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი დააკავეს. როგორც ცნობილი ხდება. მედიის წარმომადგენელთა დაკავება, გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, ეხება, სადაც საუბარი იყო, რომ ქვეყნის ხელისუფლება სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ იარაღით ამარაგებს. თურქეთის საგამოძიოებო უწყებების ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან ჯაშუშობასა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება სტატიას, ჟურნალისტი წერდა, რომ იარაღის მიწოდების ფაქტი, 2014 წლის იანვარში ადანის პროვინციაში მოხდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გაზეთის შესახებ ჯერ კიდევ მაისში თქვა, რომ ეს გაზეთი შესაძლოა ჯაშუშობაში ყოფილიყო ჩართული და ამის დამტკიცების შემთხვევაში დაისჯებოდნენ. ცნობისთვის, მსოფლიო მედიის თავისუფლების კუთხით, თურქეთის რესპუბლიკა 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილს იკავებს.

წყარო: argumenti.ge