26/04/2024
Latest:
მსოფლიო

ტრამპი წარმოების უცხოეთში გადატანისთვის ამერიკული კომპანიების 35%-ით დაბეგვრას აპირებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ მაღალ გადასახადებს შემოიღებს იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც ბიზნესს საზღვარგარეთ გაიტანენ, ხოლო წარმოებული პროდუქციის გაყიდვას ამერიკაში მოინდომებენ.
ტრამპმა თავის Twitter-ში დაწერა, რომ გადასახადის განაკვეთი ასეთი კომპანიებისთვის 35% იქნება.
არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ კომპანიები, რომლებიც აშშ-ში ოპერირებენ, თავისი საქონლის გაყიდვას ყველა შტატში გადასახადების და ტარიფების გარეშე შეძლებენ.
წინასაარჩევნო მარათონის დროს ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებდა იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც საგადასახადო წნეხის შემცირების მიზნით სათაო ოფისები ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გადააქვთ.