26/04/2024
Latest:
საზოგადოება

ვერეს ხეობაში საგანამანათლებლო ცენტრი და სპორტული კომპლექსი განთავსდება

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვერეს ხეობის განვითარებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. თბილისის მერიამ ხეობის  სივრცით-ტერიტორიული განვითარების კონცენფციის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეფციის ავტორი კომპანია შპს „არქიტექტურული ბიუროა”, რომლის ხელმძღვანელი მიხეილ ბალიაშვილი აცხადებს, რომ იმ ზონაში, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაიტბორა, არანაირი შენობა-ნაგებობის ჩადგმა არ არის განსაზღვრული.

კონცეფცია გულისხმობს ვერეს ხეობის განვითარებას რეკრეაციული ფუნქციით. მისივე თქმით, ტერიტორიის ძირითად ნაწილს ტყე-პარკი დაიკავებს. ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ობიექტი – საგანმანათლებლო ცენტრი და სპორტული კომპლექსი განთავსდება. მზიური და ზოოპარკის ტერიტორია მწვანე ხიდების საშუალებით დაუკავშირდება ერთმანეთს. ბალიაშვილი ამბობს, რომ მერიაში კონცეფციის პირველადი ვარიანტი წარადგინეს და 2 თვეში საბოლოო ვერსია იქნება მზად. ბალიაშვილის თქმით, ზონის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ზოოპარკის გადატანაზე, თუმცა პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება.

კომერსანტი