13/05/2024
Latest:
მსოფლიო

ალ-კაიდამ გასანადგურებელ ბიზნესმენთა სია გამოაქვეყნა

ალ-კაიდამ იმ ბიზნესმენთა “შავი სია” გამოაქვეყნა ვის ფიზიკურ ლიკვიდაციასაც გეგმავს.

NBC News -ის იფორმაციით, ალ-კაიდას სიაში არიან, Microsoft-ის დამაარსებელი, ბილ გეითსი, უორენ ბაფეთი, ძმები დავიდ და ჩარლზ კოხები, ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, კაზინოების მაგნატი შელდონ ადერსონი, Wal-Mart-ის ქსელის დამაარსებელის შვილი, ჯიმ უოლტონი .”შავი სია” ალ-კაიდას ჟურნალ Inspire-ში გამოქვეყნდა. როგორც NBC News -ი წერს “შავ სიაში” მოხვედრილებს ალ-კაიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწყალებს თუ ისინი თავიანთ კაპიტალს აშშ-ს ფარგლებს გარეთ გაიტანენ. ალ-კაიდა ერ -ერთი მსხვილი ტერორისტული ორგანიზაციაა რომელიც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება. ალ-კაიდას სახელს უკავშირდება 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიც.