საზოგადოება

სამეგრელოში სადისტრიბუციო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ მიკროავტობუსს შეეჯახა – დაშავებულია 10-მდე პირი

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხამისკურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. სადისტრიბუციო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

სენაკი-ზუგდიდის მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დაშავებულია 10-მდე პირი, მათ შორის მძღოლებიც. დაზარალებულები სასწრაფოს კლინიკებში გადაჰყავს.

კომენტარის დატოვება