28/04/2024
Latest:
მსოფლიო

“ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია”

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია. მერკელი იმედოვნებს, რომ ბრატისლავაში დაწყებულ არაფორმალური სამიტზე ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაძლიერებაზე შეთანხმდებიან.

შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენ ახლა კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. ჩვენი ამოცანაა საქმით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ“, – განაცხადა მერკელმა.

მისი თქმთ, ბრატისლავაში დაწყებულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ ევროპა ცვლილებებისთვის არის მზად.

„ბრატისლავის გზავნილი შემდეგი უნდა იყოს: ჩვენ გვსურს ვიმუშავოთ და გვსურს, რომ ევროპაში არსებული პრობლემები მოგვარდეს“, – განაცხადა მერკელმა.