14/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოს რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი სამი დღით ჩერდება

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

გაცდენილი გაკვეთილები მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

„უამინდობის გამო საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია.

გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება“ – აღნიშნულია განცხადებაში.