26/04/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისს SMART CITY-ის სტატუსი მიენიჭება

7-8 დეკემბერს სასტუმტო “The Biltmore hotel Tbilisi”-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო (LED) ფორუმი გაიხსნა. კონფერენციის დასკვნითი ნაწილის შემდეგ თბილისის მერიასა და World Council on City Data-ს (WCCD) შორის ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის საფუძველზეც თბილისს SMART CITY-ს სტატუსი მიენიჭება.

“აიპრესი” დეტალების გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში განმარტეს, რომ არსებობს ქალაქის ცხოვრების დონის ინდიკატორები, რომლის დათვლისა და World Council on City Data-თვის გადაცემის შემდეგ თბილისს შესაბამისი დონის სერთიფიკატს და SMART CITY-ს სტატუსს მიანიჭებენ.

“ეს არის IOS 37-120, რომელიც მოიცავს რამდენიმე სახის სერთიფიკატს. პირველი არის სასურველი, მეორე ბრინჯაო, მესამე ვერცხლი, მეოთხე ოქრო და მეხუთე პლატინა. უნდა დაითვალონ თბილისში არსებული მონაცემები, ანუ ინდიკატორები და ამის შემდეგ მოგვანიჭებენ შესაბამის სერთიფიკატს. მისი მონიჭების შემდეგ კი ქალაქს SMART CITY-ს სტატუსი ექნება. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში გვაქვს ვალდებულება, რომ მივაწოდოთ ჩვენ ხელთ არსებული ინდიკატორები. ამის შემდეგ დაახლოებით 2-3 თვეში ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოგვანიჭებენ სერთიფიკატს. მაგრამ ჩვენ ხელმოწერისთანავე ვრეგისტრირდებით და ვწევრიანდებით ამ ორგანიზაციაში. ხელშეკრულების თანახმად სერთიფიკატს ვიღებთ მას შემდეგ, რაც მივაწოდებთ სრულყოფილ ინფორმაციას ჩვენი ქალაქის შესახებ.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტატუსი ქალაქისთვის?

რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. მასში გაწევრიანებულია ევროპის 100-მდე ქალაქი, მაგალითად, ამსტერდამი და სხვა.

რა სარგებლობის მომტანია ეს სტატუსი ქალაქისთვის?

ჩვენი ქალაქი ხდება ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომელშიც ასევე გაწევრიანებული არიან ამსტერდამი, ლოს-ანჯელესი და მსგავსი მნიშვნელოვანი ქალაქები. ინვესტორებისთვის შესაბამისად უფრო ცნობადი ვხდებით და ინვესტიციების მოძიებასაც ხელი შეეწყობა.

კონკრეტულად, რა იგულისხმება ინდიკატორებში, რომელიც ორგანიზაციას უნდა გადაეცეს?

ხელშეკრულების შემდეგ სპეციალური ინდიკატორების დასათვლელი ბროშურაა. მასში ჩაწერილია მაგალითად, მოსახლეობის დონე, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და მთლიანად მოწმდება ქალაქში არსებული დონე. ცხოვრების ერთი დონის შემოწმება არ არის. მთლიანად ქალაქის ცხოვრების დონე მოწმდება.

ცნობისთვის, LED ფორუმს დედაქალაი 2007 წლიდან მასპინძლობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფორუმი 12 თემატურ სესიას აერთიანებს: „გონიერი ქალაქები“, ,,მწვანე ქალაქები“, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები.

წყარო: Ipress