26/04/2024
Latest:
საზოგადოება

15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება, ბიომეტრიული პასპორტი კი 50 ლარი ეღირება

15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აქცია შეეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც. მოსახლეობას მისი აღება ამავე პერიოდში, ნახევარ ფასში – 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად შეეძლება.