26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

„საქართველო განიხილება როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში“

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველო, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე, კავკასიის რეგიონში განიხილება, როგორც ფლაგმანი თანამშრომლობის ხელშეწყობაში.

აღნიშნულის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. კახა კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„საქართველო, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე, კავკასიის რეგიონში განიხილება, როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ გაძიერდეს რეგიონალური თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მეშვეობით. აგრეთვე, ხელი შეეწყოს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განვითარდეს ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი და მოიზიდოს მასშტაბური ინვესტიციები რეგიონალურ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარებაში. ჩვენი რეგიონისთვის ენერგეტიკულ თანამშრომლობას რეგიონალურ დონეზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ორიენტირებულია კასპიის ზღვის ენერგორესურსებზე და მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე“,

– განაცხადა კალაძემ.