26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: “ვმუშაობთ მოგების გადასახადის დაყვანაზე დივიდენდის გადასახადამდე”

ეკონომიკური ტრენდი, რომელიც შერჩეული გვაქვს სწორია. იმედი მაქვს ჩვენ დავიწყებთ გადასახადების შემცირებას. ეს არის პაკეტი იმისთვის, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

“ვმუშაობთ და ვმსჯელობთ მოგების გადასახადზე და მოგების გადასახადის დაყვანაზე დივიდენდის გადასახადამდე, რაც იმას ნიშნავს, თუ თქვენი კომპანიიდან დივიდენდს არ გაიტანთ, მაშინ მოგების გადასახადს არ იხდით და რეალურად რეინვესტირებულ თანხებზე არ გაქვთ ეს გადასახადი.

თუ თქვენ დივიდენდს გაიტანთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში რა პორციით დივიდენდს გაიტანთ, მხოლოდ ამ პორციის შემთხვევაში თქვენ გექნებათ აღნიშნული გადასახადი გადასახდელი.

მინდა ავუხსნა მოსახლეობას, რომ დღეს, მოგების გადასახადიდან შემოგვდის 800 მილიონიდან დაახლოებით მილიარდამდე. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადავდგათ, გვჭირდება აღნიშნული თანხების ჩამანაცვლებელი თანხების მოძებნა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებისთვის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა 2030-ში.

წყარო: ipress.ge