ბოლო სიახლეები

დღის თემა

საქსტატი – საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ...

Read More »

„ოცნების“ მესამე ვადა – დარჩა თუ არა რაიმეს შეცვლის შანსი ოპოზიციას

„ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა და უკვე აქვს საკმარისი ადგილები ახალ პარლამენტში, რომ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს. 15 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული მეორე ტური კი, რომელც 21 ნოემბერს გაიმართება, მხოლოდ იმით იქნება საინტერესო, შეძლებს თუ არა „ოცნება“ ამ წარმატების კიდევ უფრო გამყარებას. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. გუშინდელი ხანმოკლე აქციის შემდეგ მათ ერთკვირიანი ტაიმაუტი აიღეს და ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტონ, ბოიკოტს გამოაცხადებენ, ...

Read More »

იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად მოყვა ნანგრევებში. ის მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე, მაშველებმა ნანგრევებში გატარებული 58 საათის შემდეგ, 14 წლის გოგონა ამოიყვანეს. თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 76 ადამიანი, 962 კი დაშავდა.

Read More »

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკურ პირებები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. სემეკ-ის ინფორმაციით, ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება. ასევე, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური ...

Read More »

შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ...

Read More »

ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიიღებს – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა. „ჩემი თეთრ სახლში ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში კონგრესს მივმართავ წინადადებით, რომლითაც დავსახავ გზას, რომ აშშ-ში მყოფმა 11 მილიონმა არალეგალმა მიგრანტმა მოქალაქეობა მიიღოს“ – განაცხადა ბაიდენმა. მან ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში ...

Read More »

12 რესტორანი 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდა, 3-ის მიმართ კი საქმე აღიძრა

12 რესტორანი 10 000-10 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 რესტორნის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას სტატისტიკური მონაცემები გააცნო. „თბილისში, ბათუმსა და მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ადგილების მუშაობა აიკრძალა. შესაბამისად, შრომის ინსპექციამ დაიწყო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გაკონტროლება – გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რის გამოც ობიექტები ...

Read More »