ბოლო სიახლეები

მთავარი

პანდემიის მიუხედავად, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები – არჩილ თალაკვაძე

პანდემიის მიუხედავად, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დაადასტურა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და რაც მთავარია, დაადასტურეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ასეთი მაღალი აქტივობით, პანდემიის პირობებში გამოცხადდნენ არჩევნებზე და ხმა მისცეს სხვადასხვა პარტიას. ამით მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ სტაბილური პოლიტიკური სისტემა სჭირდებათ, სადაც არა ბოიკოტი და დესტრუქცია, არამედ საქმიანი პოლიტიკა იქნება – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და მომდევნო დღეების განმავლობაში კარანტინში იქნება. გებრეისუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაემორჩილოს ჯანდაცვის სახელმძღვანელო მითითებებს, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება ვირუსის გადამცემი ჯაჭვის გაწყვეტა. „მე კარგად ვარ და სიმპტომების გარეშე ვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითკარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლების შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ...

Read More »

კანადაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა

კანადაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. ინიციდენტი ქალაქ კვებეკში მოხდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, „უცნობი მამაკაცი, რომელსაც შუა საუკუნეების ფორმა ეცვა, ცივი იარაღით თავს დაესხა ადამიანებს და რამდენიმე მათგანი დაჭრა“. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, 20 წლის თავდამსხმელი მალევე დააკავეს. მომხდარის შემდეგ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქუჩაში გასვლისგან დროებით თავი შეიკავონ.

Read More »

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 900-ს აღწევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 299 დაშავებულს ჯერ კიდევ მკურნალობენ. თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც.

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 532 თბილისში, 369 აჭარაში, 392 კი იმერეთში დაფიქსირდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 532, აჭარაში – 369, იმერეთში კი 392 დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „ქვემო ქართლში გამოვლინდა – 86, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 56, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21“ ...

Read More »

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ქვეყნის მაშტაბით ორი ათასი, ფარგლებს გარეთ კი 139 საარჩევნო უბანია გახსნილი. პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. საერთაშორისო მედიის შეფასებით, არჩევნებში ძირითადი ოპონენტები მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუა არიან. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს 1900 ადგილობრივი და 309 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. მოლდოვის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტს ...

Read More »

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკურ პირებები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. სემეკ-ის ინფორმაციით, ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება. ასევე, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური ...

Read More »